ჩვენ შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის ინტერნეტ მაღაზიაში: datuna.ge

დათუნა სულიკაშვილის დებიუტი 2005 წელს შედგა, როდესაც ის ჯერ კიდევ თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო. დათუნა სულიკაშვილის წარმატებული კარიერა მოიცავს კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასებულ კოლექციებსა და ჩვენებებს, რომლებიც ერთნაირად აღაფრთხოვანებს მომხმარებელს, ხელოვნების მოყვარულებს, მოდის კრიტიკოსებსა და მოდის ბიზნესში დასაქმებულ პროფესიონალებს. დათუნას ორგანიზებული საკოლექციო ჩვენებები განსაკუთრებული თეატრალურობით, მუსიკალურობით გამოირჩევა, მას ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით ელის მაყურებელი და ის მუდამ უჩვეულო ადგილებში ტარდება, რითაც ტრადიციულად იხურება ხოლმე მოდის კვირეულები და კონკურსები.

დათუნა სულიკაშვილის შექმნილი სამოსი გამოირჩევა განსაკუთრებული დახვეწილობით, სადაც უპირატესობა ენიჭება დაგრძელებულ ფორმებს, სტილის შეხამებას ჰაეროვანი მასალების გამოყენებით, მსუბუქი და მძიმე ტექსტილის ორიგინალურ შერწყმას და კონტრასტს.

დათუნა სულიკაშვილის საყვარელი ფერებია: შავი, ბეჟი, წითელი და ნაცრისფერი. ტექსტილიდან, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, შალსა და ქაშმირს. დათუნას ხელნაკეთი, ნაქარგი  ნამუშევრები სუნთქვას უკრავს და აჯადოებს მნახველს.  დათუნას კოლექციები ყოველთვის ჰაეროვანია, ასხივებს სიმშვიდეს, ფორმების სირთულესა და ფორმების დახვეწილობას. დათუნას კოლექციები ერთდროულად, მიყვებიან მოდის კანონებს და ამავე დროს განსაკუთრებულად თვითმყოფადი, შემოქმედებითი ენერგიით ხასიათდებიან.

დათუნა სულიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით გამოფენასა და ჩვენებაში: Madrid Fashion Week, Benext Fashion Design Contest, Tbilisi Fashion Week, Georgia Fashion Week, Mercedes-Benz fashion Days, Almaty Fashion week, Baku Fashion Week, Astana Fashion Week, Tallinn Fashion Week და სხვა.

აღნიშნულ ჩვენებებზე მისმა კოლექციებმა მოდის ცნობილი კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. მაგალითად, გოდფრი დინი მისი ჩვენების ხილვის შემდეგ წერდა: “ საქართველოს ყველაზე კარგად დადგმული მოდების ჩვენება ნამდვილად იყო დათუნა სულიკაშვილის შოუ, რომელმაც გოთიკური სცენის ქალღმერთები დიდებული კონსტრუქტივისტული სტილის თეატრში წარმოგვიდგინა, სადაც მოდელები ხან იატაკიდან ჩნდებოდნენ, ხანაც ჰიდრავლიკური პლატფორმებიდან ეშვებოდნენ, 45 გრადუსით გადახრილები,   ოსკაროსანი მსახიობების სტილში, თეატრის სცენის სადარი გამჭვირვალე თეთრი სამოსით, ულამაზესი წვიმის ფონზე, რომელიც წიგნის ფურცლების ცვენას მოგვაგონებდა.  სულიკაშვილის მკაცრად შავი ქსოვილით შეკერილი შარვლები, რომლებიც  გიშრით იყო მორთული და დამწვარი სტაფილოსფერი, ფენა-ფენად აწყობილი შიფონის კაბები კვირეულის საუკეთესო მოდური იდეა იყო.”

დათუნა სულიკაშვილის ცნობილ მომხმარებლებს შორის არიან როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავები, ასევე მთელს მსოფლიოში გაბნეული თუ საქართველოში მომუშავე ქართველი  მსახიობები, მომღერლები და პოლიტიკოსები. დათუნა სულიკაშვილს ეკუთვნოდა საქართველოს პირველი ლედის კაბა პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაზე.

დათუნას კოლექციები იყიდება აშშ ინტერნეტ მაღაზიებში, ასევე საგამოფენო ცენტრებსა და მაღაზიებში თბილისში, პარიზში, მოსკოვში, ალმატაში, ასტანაში, სოჭსა და კიევში.