მიწოდება და გამოცვლა

გამოცვლის პოლიტიკა

ნივთის გამოცვლა

  1.  შეძენილი ნივთის გადაცვლა შესაძლებელია ადგილზე მიღებიდან 3 დღის ვადაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე), მხოლოდ ზომის ცვლილების მიზნით  და უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას: 

    1. ნივთი დაბრუნებისას არ უნდა იყოს გამოყენებული, დაზიანებული და დახეული. მასზე არ უნდა აღინიშნებოდეს რაიმე სახის ხმარების და ქიმიური ნივთიერებებით/სარეცხი საშუალებებით დამუშავების კვალი. ნივთზე არ უნდა იყოს დაზიანებული სასაქონლო იარლიყი და სხვა სამარკო ნიშნები.  სხვა შემთხვევაში  ნივთი არ ექვემდებარება გადაცვლის მიზნით დაბრუნებას;

    2. დაბრუნებისას ნივთი შემოწმდება შპს დათუნა.გე-ს მიერ. ზემოხსენებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში ნივთი არ მიიღება. შპს დათუნა.გე იტოვებს უფლებას, ასეთ შემთხვევაში არ აანაზღაუროს თანხა და არ  გადაცვალოს თქვენი შენაძენი;

    3. შენაძენის გადაცვლა შესაძლებელია იმავე მოდელის, სხვა ზომის ნივთში და მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ არ არის დარღვეული  1 და 2 პუნქტში აღწერილი პირობები;

    4. ფასდაკლების პერიოდში, ფასდაკლების კუპონებით ან აქციის ფარგლებში შეძენილი ნივთები არ ექვემდებარება გადაცვლა-დაბრუნებას;

    5. თუ დაკმაყოფილდება პუნქტების: 1, 2, 3 და 4 მოთხოვნები, მაგრამ მარაგი ამოიწურა და კომპანია ვერ ახერხებს ზომით ჩანაცვლებას, მყიდველს უფლება აქვს დახარჯული თანხა გამოიყენოს მაღაზია datuna.ge-ზე ნებისმიერი სხვა, იგივე   ღირებულების ნივთის შესაძენად ან სხვა, მეტი ღირებულების ნივთის შესაძენად (თანხის დამატების შემთხვევაში).

    6. აქსესუარების გაცვლა დაუშვებელია.

    7. ნივთებზე პასუხისმგებლობა ჩვენს საწყობში მოტანამდე ეკისრება მომხმარებელს, ასე რომ დარწმუნდით რომ არ არღვევთ ზემოხსენებულ პირობებს;

    8. ნივთის დაბრუნებას და საფოსტო/საკურიერო მომსახურების ორგანიზებასა და ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია მყიდველი.

შენაძენის მიწოდება

  1. შენაძენის მიწოდებაზე პასუხისმგებელია შპს დათუნა.გე.

  2. საკურიერო მომსახურებას უზრუნველყოფს Fedex/TNT ფოსტა.

  3. სასწრაფო მიწოდება თბილისში (შეკვეთა უნდა განთავსდეს 11:00-მდე)
    სასწრაფო მიწოდება თბილისში საღამოს საათებში (22:00-მდე) და შაბათ-კვირას (20:00-მდე)
    სტანდარტული მიწოდება: თბილისში  - მეორე სამუშაო დღე; დანარჩენ საქართველოში: 2-3 სამუშაო დღე.